თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილების საკითხი განიხილეს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი გახდება.
თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ განხილულ საკითხს საკრებულოს ბიურო ცნობად მიიღებს.